ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. ქალაქი საგარეჯო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - თელავის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი - აზერბაიჯანი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საგარეჯო.
istoria
1917 წლამდე ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრაში, 1921 წლის საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ თბილისის მაზრაში იყო, 1929 წელს გარეკახეთის რაიონის სახელწოდებით შედის თბილისის ოლქში. 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. 1933 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებით გარე-კახეთის რაიონს საგარეჯოს რაიონი ეწოდა. 2006 წლიდან – მუნიციპალიტეტი.
geografia
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფართობია 1491 კმ². აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 94 371 ჰა უკავია, 42 065 ჰა კი ტყეებს.
მუნიციპალიტეტის რელიეფი ზღვის დონიდან 460 მ-იდან 1800 მ-ის ფარგლებში იცვლება. კლიმატი ზონალობის მიხედვით იცვლება. დაბალ ზონაში ზომიერად თბილი სტეპური ჰავაა გაბატონებული, ხოლო შედარებით მაღალ ზონაში ზომიერად ნოტიო. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11 °C-12 °C, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 700-860 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე იორი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ორ ნაწილად ყოფს. მდინარე ივრიდან გამოყვანილია სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი, რომლითაც „თბილისის ზღვა“ საზრდოობს. აღსანიშნავია უჯარმასთან არსებული ტბების ჯგუფი.
reliefi
გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ტერიტორია მრავალფეროვანია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილი გაშლილია ვაკე-ბორცვიან ივრის ზეგანზე, რომელიც აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ნალექი წყებებით. გეოლოგიურად იგი შედგება მონოკლინურ ანტიკლინური მაღლობებისა და სინკლინური ვაკეფსკერიანი ტაფობებისაგან. ზეგნის რელიფზე დაშენებულია მშრალი ხეობები, ხევები, ხრამები და ასევე ტერასები.
რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან აღსანიშნავია კაჭრეთისა და წიწმატიანის აკუმულაციური ვაკეები, რომლებიც ტექტონიკურ დეპრესიებს წარმოადგენენ. საყარაულოს მთა (594 მ) ვაკეებს ერთმანეთს აცალკევებს. აქვეა უდაბნოს ვაკე (ზომები 8X5 კმ), რომელიც ამოვსებულია ფხვიერი ნაფენებით.
ივრის ზეგანზე აღმართული დაბალი სერებიდან გამოსაყოფია: საქარის, ნატახტარის, თეთრი-უდაბნოსა და იაილა-ჯიხის ანტიკლინური სერები.
მთა ნატახტართან იწყება გარეჯის დაბალი სერი, რომელიც თავის მხრივ, აგებულია ნეოგენური კირქვებით, თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. გარეჯის სერი მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროსთან მთავრდება. გარეჯის სერზე არის მთა უდაბნო (878 მ საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვარი), რომლის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი დავითგარეჯა.
საკუთრივ ივრის ზეგანზე აღმართულია შემდეგი მთები: თეთელი (769 მ), დემურდაღი (991 მ), დათვისსერი (583 მ), ნატახტარი (966 მ), ნაომარი (972 მ), აქლემისგორა (946 მ).
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილი უჭირავს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთას. აგებულია კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. გამოსაყოფია მთა მანავისცივი (1682 მ). გომბორის ქედის თხემი მოგლუვებულია და მისი კალთები დასერილია ივრის აუზის მდინარეების ეროზიული ხევ-ხეობების ქსელით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ბედლენდური და კარსტული ფორმებიც, სახელდობრ: ბედლენდური რელიეფი გვხვდება ცივის წყების ადვილადშლად ქანებზე, ხოლო კარსტული ძაბრები ფიქსირდება გომბორის მთის მიდამოებში.
Siga wylebi
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე იორი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ორ ნაწილად ყოფს. მდინარე ივრიდან გამოყვანილია სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომლითაც არსებობს „თბილისის ზღვა“.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება მდინარე ჩაილური (სიგრძე 30 კმ), რომელიც იწყება გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ალაგ-ალაგ იტოტება.
აღსანიშნავია ასევე მდინარე ლაფიანხევი, რომელსაც ღვარცოფული თვისებები გააჩნია. მცირეწყლიანი და მომცრო მდინარეა (სიგრძე 11,5 კმ). შემოდგომაზე ახასიათებს წყალმოვარდნა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება ასევე მდინარე გომბორი (სიგრძე 12,4 კმ), რომელიც გომბორის მთებში იღებს სათავეს და გამოირჩევა სუფთა წყლითა და ლამაზი ნაპირებით. მდინარე გომბორს ერთი მიმართულება აქვს და გაედინება მხოლოდ დასავლეთისაკენ (თუ არ ჩავთვლით მდინარის შუა მონაკვეთს). მნიშვნელოვან მანძილზე გაედინება ტყით შემოსილ უბნებში.
მუნიციპალიტეტში არის ტბებიც, მ.შ. გამოსარჩევია უჯარმასთან არსებული ტბების ჯგუფი, რომელიც მდიდარია თევზით და პოპულარულია მეთევზეებისათვის.
hava
ივრის ზეგანზე ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11 °C-12 °C, იანვრის -1,1 °C-იდან 0,1 °C მდე. აბსოლუტური მინიმუმი -26 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C. ნალექები 700-860 მმ წელიდადში.
ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში.
გომბორის ქედის მთისწინეთში და ქვემო კალთებზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. გომბორის ქედის თხემზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული.
niadagebi
გომბორის ქედის მთისწინეთსა და ქვემო კალთებზე ჩამოყალიბებულია ტყის ყავისფერი ნიადაგი. მთისწინეთსა და ივრის მარცხენანაპირეთის ვაკეზე განვითარებულია კორდიან-კარბონატული ძლიერ ხირხატიანი ნიადაგი.
გომბორის ქედის ზემო კალთებზე არის გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი. ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგი.
ივრის ზეგანზე ფართოდაა განვითარებული მცირე და საშუალო სისქის შავმიწები, გვხვდება აგრეთვე წაბლა ნიადაგები. მდინარე ივრის გასწვრივ განვითარებულია ალუვიური ნიადაგები. დიდი ფართობი უჭირავს სუსტად განვითარებულ სხვადასხვა ტიპის ნიადაგებს.
landSaftebi
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
- ყომრალი ნიადაგები წიფლნარით;
- ყავისფერი ნიადაგები მუხნარ-რცხილნარითა და ჯაგ-ეკლიანი სტეპებით;
- ტყის ყომრალი ნიადაგები რცხილნარ-მუხნარით;
- მეორეული სუბალპური მდელოები კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე;
- ყავისფერი, შავმიწები და ალუვიური ნიადაგები სტეპური მცენარეულობით;
- სტეპური წვრილმთიანეთი წაბლა ნიადაგებითა და შავმიწებით;
- ვაკე ტაფობები სტეპის მცენარეულობით შავმიწა და წაბლა ნიადაგებით;
- ივრისპირა ჭალის ტყის ლანდშაფტი.
fauna
გომბორის ქედის ტყეებში ბინადრობენ შველი და მურა დათვი. თითქმის ყველგან გვხვდება კურდღელი, მგელი, მაჩვი, კვერნა, მელა, ტურა, დედოფალა; მცირე რაოდენობით არის ლელიანის კატა და ზოლებიანი აფთარი.
ორნითოფაუნას ქმნიან ხოხობი, გარეული მტრედი, მწყერი, კაჭკაჭი, კვირიონი, ყვავი და სხვ. მდინარე იორში მოიპოვება ქაშაპი, მტკვრის ტობი, გველანა, ფრიტა ხრამული, მურწა და სხვა სახეობის თევზი.
flora
აქაურ მიწებზე ხარობს სოსნოვსკის ფიჭვი, რომლის სიმაღლე 35 მ-ს აღწევს. სოსნოვსკის ფიჭვი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800-1800 მ-ზე. იგი ქმნის ხევნარებს ფიჭვნარ-რცხილნარს, ფიჭვნარ-არყნარს, ფიჭვნარ-წიფლნარსა და სხვ. აქვეა ნეკერჩხალი, რცხილა, წიფელი და მუხა.
ივრის ზეგანზე გაბატონებულია უროიანი და ვაციწვერიანი სტეპები. ჯაგეკლიანებიდან მთავარია ძეძვი. ივრისპირას გვხვდება თელა, წნორი, ჭალის ვერხვი და სხვ. გომბორის ქედის მთისწინეთში არის მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანი სტეპი, მთის ზემო კალთები შემოსილია წიფლნარით; ქვემო კალთები კი მუხნარითა და რცხილნარით. გომბორის ყველაზე მაღალ ადგილებში გაბატონებულია სუბალპური მდელოები.
administraciuli mowyoba
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი საგარეჯო. საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანო (მერია), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერი 4 წლის ვადით ირჩევა. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წელს.
მუნიციპალიტეტში გაერთიანებულია 25 ადმინისტრაციული ერთეული. ქალაქ საგარეჯოს გარდა, მუნიციპალიტეტში 48 დასახლებული პუნქტია:
|
|
|
1 |
ქალაქი საგარეჯო |
|
2 |
გომბორი |
გომბორი, რუსიანი, ვერონა, ვაშლიანი, ასკილაური. |
3 |
უჯარმი |
უჯარმა, პალდო, მუხროვანი, მეფეთკარი. |
4 |
კოჭბაანი |
კოჭბაანი, ოთარაანი, სასადილო, გორანა, ბოტკო, ხინჭები, იკვლივგორანა. |
5 |
ხაშმი |
|
6 |
პატარძეული |
|
7 |
წყაროსთავი |
|
8 |
ნინოწმინდა |
|
9 |
გიორგიწმინდა |
გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, ქვემო სამგორი. |
10 |
თოხლიაური |
|
11 |
სათაფლე |
|
12 |
მანავი |
მანავი, ზემო ბურდიანი |
13 |
დიდი ჩაილური |
|
14 |
პატარა ჩაილური |
|
15 |
კაკაბეთი |
|
16 |
ვერხვიანი |
|
17 |
ყანდაური |
ქვემო ყანდაურა, ზემო ყანდაურა. |
18 |
ბადიაური |
|
19 |
მზისგული |
|
20 |
შიბლიანი |
|
21 |
იორმუღანლო |
მუღანლო, ქეშალო |
22 |
დუზაგრამი |
პალდო, წიწმატიანი, დუზაგრამა. |
23 |
ლამბალო |
ზემო ლამბალო, ქვემო ლამბალო. |
24 |
თულარი |
აზლარი, თულარი. |
25 |
უდაბნო |
|
demografia
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 52,3 ათას ადამიანს. აქედან საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 10,5 ათასი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 41,8 ათასი ადამიანი.
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ივრის ხეობასა და გომბორის ქედის მთისწინეთში. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 400-800 მ ფარგლებში. უდიდესი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმთავრესად ქართველები ცხოვრობენ, არიან ასევე აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.
აზერბაიჯანელები დასახლებულები არიან სოფელ მუღანლოში, დუზაგრამაში, პალდოში და ა.შ.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
1989 |
60 348 |
2002 |
59 428 |
2014 |
51 761 |
2021 |
52 300 |
ekonomika
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია მევენახეობა და ღვინის წარმოება. მუნიციპალიტეტში არის მიკროზონები, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორებიცაა: მანავის მწვანე და ხაშმის საფერავი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ასევე ეკონომიკის წამყვანი დარგებია: ხორბლის ფქვილის, ღვინის, ქათმის/კვერცხის, თამბაქოს და აგურის წარმოება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის მიხედვით, ეკონომიკის უპირატესი დარგია სოფლის მეურნეობა. ამას გარდა, სატყეო მეურნეობის ბაზაზე შესაძლებელია ტურიზმის განვითარება.
ganaTleba
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 26 საჯარო სკოლა, აღნიშნული სკოლებიდან 4 მდებარეობს ქალაქ საგარეჯოს ტერიტორიაზე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 3 არასახელმწიფო (კერძო) საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთაგან შპს „თამარი გარეჯელი“ და სპს „პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი“ ახორციელებს სწავლებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხურზე, შპს „ილია“, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საგარეჯოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურზე და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს 26 სკოლამდელი (საბავშვო ბაღი და ბაგა-ბაღი) სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება, 2 სკოლისგარეშე დაწესებულება: საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და სოფელ დუზაგრამის ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი. საგარეჯოში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „ჯემალ ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“.
kultura
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონრებს თოჯინების სახალხო თეატრი.
საგარეჯოს თოჯინების თეატრი 1996, 1998, 1999, 2001 და 2014 წლებში გახდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული ფესტივალების ლაურეატი, გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციებში. 1999 წელს მიენიჭა „სახალხო თეატრის“ საპატიო წოდება. საგარეჯოში წარმოდგენილია რამდენიმე კულტურის ცენტრი. ასევე „ჯემალ ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“.
festivalebi da saxalxo dResaswaulebi
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები |
დასახელება |
თარიღი |
აღწერა |
გარეჯობა |
მაისი |
დღესასწაულის გამართვის ადგილია სოფელი უდაბნო, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარე ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. |
გოგლაობა |
მაისი |
დღესასწაული ქართველი პოეტისა და მწერლის, გიორგი ლეონიძის ხსოვნას ეძღვნება და მის მშობლიურ სოფელში, პატარძეულში ეწყობა. იმართება პოეზიის საღამო და კონცერტი. |
ბერიკაობა |
ყველიერის წინა კვირა |
ბერიკაობა გაზაფხულზე, დიდმარხვის დასაწყისში იმართება და ნაყოფიერებასა და ბუნების გამოცოცხლებას ეძღვნება. წარმართული დროის რიტუალში მამაკაცები მონაწილეობენ, რომლებიც შემოსილნი არიან ცხვრის ტყავით, სხვადასხვა ცხოველების ნიღბებითა და ფერადი ქსოვილების ნაჭრებით გაწყობილი სამოსით. ბერიკები შოლტის ტკაცუნითა და ყიჟინით დადიან სოფელში. |
რეზოობა |
ივნისი |
რეზოობა, ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის ხსოვნას ეძღვნება. იმართება ყოველი წლის ივნისში, მწერლის მშობლიურ სოფელ ხაშმში. დღესასწაულზე იმართება თეატრალიზებული წარმოდგენები მწერლის მოთხრობებიდან. |
|
|
|
sporti
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სამი სასპორტო სკოლა, სადაც მოზარდები ვარჯიშობენ სპორტის 9 სახეობაში: ქართული ჭიდაობა, სამბო, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, რაგბი, ჭადრაკი, მძლეოსნობა, ცურვა. ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არის 10 საჭიდაო დარბაზი, 10 მინი და ერთი სტანდარტული ტიპის სპორტული მოედანი. მოწყობილია სამი რეკრეაციული ზონა, არის აუზი და ჩოგბურთის კორტები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საფეხბურთო კლუბი „გარეჯი 1960“. საფეხბურთო კლუბი საგარეჯოს შეიქმნა 1960 წელს. პროფესიონალური სპორტული გუნდი ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში.
gamoCenili adamianebi
daZmobilebuli qalaqebi
|